თავში

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა
პარლამენტმა შეზღუდვების შესახებ კანონი მეორე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა " საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მეორე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

" საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწერება. 

კანონპროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system