თავში

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ დაამტკიცა

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ დაამტკიცა
პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ისევ ვერ დაამტკიცა

პარლამენტმა ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები ვერც 90-ხმიანი კვორუმით აირჩია. 3/5-იანი კვორუმით ჩატარებულ, რიგით მესამე კენჭისყრაზეც ჩავარდა.

ამასთან, კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, ცნობილია, ვის აირჩევს მმართველი გუნდი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. 

ესენი არიან: - გიორგი კალანდარიშვილი, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

დღევანდელი კენჭისყრის შედგები კი ასეთია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები:

გიორგი კალანდარიშვილი 81- მომხრე, 7 - წინააღმდეგი;

გიორგი სანტურიანი 3 - მომხრე, 8 - წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის პირველ ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

გია ცაცაშვილი 77 - მომხრე, 7 - წინააღმდეგი;

ლელა ტარიული 17 - მომხრე, არცერთი წინააღმდეგი;

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრიბის მეორე ვაკანტურ პოსტზე ასარჩევი კანდიდატები:

თამარ სართანია 14 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მაია ზარიძე 78 - მომხრე, 5 - წინააღმდეგი;

მომდევნო კვირას აღნიშნულ კანდიდატურებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით ეყრება კენჭი.

76-ხმიანი კვორუმით არჩევის გამო, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იქნება. 

ცნობისთვის, საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system