თავში

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. 

რეფორმის მომხრე 92 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი. 

კენჭისყრაში როგორც მმართველი გუნდი, ასევე ოპოზიციაც მონაწილეობდა.

პროექტი დეპუტატებს ერთ-ერთმა ავტორმა და ინიციატორმა შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა.

პარლამენტი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გახდება ცნობილი. 

კანონპროექტი ითვალისწინებს: ცესკო-ს წევრთა რაოდენობის, შემადგენლობის და მათი არჩევის წესის, პარტიების მიერ ცესკოს წევრების დანიშვნისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის ცვლილებას.

კანონპროექტით შემოთავაზებულია ცესკოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი.

კანონპროექტი ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის შექმნის წესის, კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა არჩევისა/დანიშვნისა და უფლებამოსილებების ცვლილებებს, წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა წრის შეზღუდვას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ამკრძალავ ახალ წესს.

იცვლება როგორც კენჭისყრის და არჩევნების შედეგების შეჯამების, ასევე, კანონით განსაზღვრული გასაჩივრების წესი და ვადები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system