თავში

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ
პარლამენტში დღეს სახალხო დამცველს მოუსმენენ

დღეს პარლამენტში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მივა. 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის ანგარიშს დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ.

486-გვერდიან ანგარიშში მიმოხილულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მდგომარეობა.

შეგახსენებთ, მანამდე ომბუდსმენის ანგარიში წინა კვირას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განიხილეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system