თავში

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან

პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან
პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს ელოდებიან

საქართველოს პარლამენტში დღეს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმენენ. ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მიდის. 

თავდაცვის მინისტრი კანონმდებლების წინაშე თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ღარიბაშვილი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის რანგში დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.

შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები. 

„ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებენ და თავდაცვის მინისტრის წლიურ ანგარიშს პროტესტის ნიშნად არ დაესწრებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system