თავში

პარლამენტში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

პარლამენტში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ
პარლამენტში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საქართველოს პარლამენტში დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ.

 ჯუანშერ ბურჭულაძე საკანონმდებლო ორგანოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებს გააცნობს. თავდაცვის მინისტრი ასევე ყურადღებას გაამახვილებს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

თავდაცვის მინისტრის რანგში წლიური ანგარიშით ჯუანშერ ბურჭულაძე დეპუტატების წინაშე პირველად წარდგება.

ჯუანშერ ბურჭულაძის ანგარიშს ოპოზიციის ნაწილიც დაესწრება და უწყებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კითხვებს დაუსვამს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system