თავში

პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი შეცვლის

პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი შეცვლის
პარლამენტში კახა კუჭავას გია ცაგარეიშვილი შეცვლის

პარლამენტში კახა კუჭავას, რომელიც თავმჯდომარეობასთან ერთად დეპუტატის მანდატსაც ტოვებს, გია ცაგარეიშვილი ჩაანაცვლებს. გია ცაგარეიშვილი მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში კახა კუჭავას მომდევნო წევრია, შესაბამისად, კუჭავას წასვლის შემდეგ პარლამენტის წევრობა მას უწევს.

გია ცაგარეიშვილი „ქართული ოცნების“ სიაში რიგით 62-ე ადგილზეა.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა. მას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილი შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system