თავში

პარლამენტში "ლელო" ისევ ფრაქციად ფორმირდება

პარლამენტში "ლელო" ისევ ფრაქციად ფორმირდება
პარლამენტში ლელო ისევ ფრაქციად ფორმირდება

"ლელო" პარლამენტში კვლავ ფრაქციას აყალიბებს. აღნიშნულ ფრაქციას "ნაციონალური მოძრაობიდან" დეპუტატი დილარ ხაბულინი შეუერთდება.

ფრაქცია "ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის" ერქმევა. მისი შექმნა პარლამენტის ბიუროს დღეს ეცნობება.

ფრაქციას ბადრი ჯაფარიძე უხელმძღვანელებს და მისი წევრები იქნებიან - ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სალომე სამადაშვილი, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი და დილარ ხაბულიანი.

ცნობისთვის, ფრაქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანო დატოვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system