თავში

პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ

პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ
პარლამენტში, ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ

პარლამენტში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მიმდინარე კვირაში სპეციალური მოსმენა გაიმართოს, სადაც მინისტრებს მოუსმენენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიაზე უარს არ იტყვის.

“მიმდინარე კვირას დაგეგმილ “მინისტრის საათის“ ფორმატში შს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუკი იქნება კონსულტაციები, შესაძლებელია, პარასკევს, პლენარული სხდომის ან კომიტეტის ფორმატში სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system