თავში

პარლამენტში შესვლაზე პარტიაში არის განსხვავებული აზრები - ზაალ უდუმაშვილი

პარლამენტში შესვლაზე პარტიაში არის
პარლამენტში შესვლაზე პარტიაში არის განსხვავებული აზრები - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით პარტია დღეიდან მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას იწყებს, მათ შორის შეთანხმების ხელმოწერის საკითხზეც.

მისი თქმით, ისინი დაიწყებენ მსჯელობას პარლამენტში შესვლაზე და მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე.

"ჩვენ დღეიდან დავიწყებთ მუშაობას მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაგროვებულია და მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის რა თქმა უნდა, ეს არის შეთანხმების ხელმოწერის საკითხი, პარლამენტში შესვლის საკითხი და რაც მთავარია, ზოგადად, მთლიანად ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება, თუ როგორ გავდივართ მომავალ არჩევნებზე.

ამ ყველაფერს დრო დასჭირდება, ბუნებრივია, ერთ დღეში არ გადაწყდება, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ დღეიდან უკვე დავიწყებთ საუბარს როგორც პარტიის შიგნით, ასევე ნიკა შეხვდება ყველა ოპოზიციონერ ლიდერს, რათა საბოლოო ჯამში, მივიღოთ ისევ საერთო გადაწყვეტილება.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეძლებს კვლავ შეთანხმების მიღწევას, რათა საერთო სტრატეგიით გავიდეთ ამ არჩევნებზე. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს აინტერესებს პარლამენტში შესვლის საკითხი. ესეც რა თქმა უნდა, იქნება განხილვის თემა როგორც პარტიის შიგნით, ასევე პარტიის გარეთაც. პარტიაში არის განსხვავებული აზრები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმენთ ყველა არგუმენტს და საბოლოო ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system