თავში

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი 77 ხმით, მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი 23 დეპუტატი იყო.

პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა, მთელი დღის განმავლობაში, ცხარე კამათისა და დისკუსიის ფონზე წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე კანონპროექტში ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, საკითხის მომხსენებელმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას პასუხობს.

"მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნიათ რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს ამნისტიის კანონპროექტს არ დაუჭერთ მხარს კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთგული ევროპული შეთანხმების და ასევე დაადასტურებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

"ამნისტიის შესახებ" კანონპროექტით, 20-21 ივნისის მოვლენებისას ბრალდებული და მსჯავრდებული ყველა პირი გათავისუფლდება. ამასთან, არის დათქმა, რომლის თანახმადაც, ამ ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ ჩადენილი ისეთი კონვენციური დანაშაულები, როგორიცაა წამება და არაადამიანური მოპყრობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system