თავში

პარტია საქართველოსთვის“ ცესკო-ს მიმართავს

პარტია „საქართველოსთვის“ ცესკო-ს მიმართავს
პარტია საქართველოსთვის“ ცესკო-ს მიმართავს

ანა ბუჩუკურის განცხადებით, პარტიას ამ დრომდე ჯერ კიდევ არ მიუღია პასუხი ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, რომ დღეს, ზედმიწევნით შეასრულებს მის მიერ მიღებულ N55 დადგენილებას და ხმის დათვლისას ვიდეო საშუალებით განახორციელებს ბიულეტენის წინა გვერდის იმგვარად დაფიქსირებას, რომ შესაბამის პორტალზე ატვირთულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით გამოჩნდეს თუ რომელი პარტია ან კანდიდატია ბიულეტენზე შემოხაზული.

„საარჩევნო უბნებზე ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან ხდება აღნიშნული მოთხოვნის დაფიქსირება ჩანაწერთა წიგნში. თუმცა, ხშირ შემთხვევაში მათ ხელს უშლიან ამ მოთხოვნის დაფიქსირებაში.
მივმართავთ ცესკოს, ზედმიწევნით აღასრულოს კანონმდებლობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობისთვის და ხმებით მანიპულირების თავიდან ასაცილებლად“
- აცხადებს ბუჩუკური.
12 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 40-მდე საჩივარი.
ანა ბუჩუკური აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის და ფარულობის დარღვევის არაერთი ფაქტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system