თავში

პარტიას, რომელსაც 2020 წელს დაფინანსება შეუწყდა, დაფინანსების უფლება აღუდგება

პარტიას, რომელსაც 2020 წელს დაფინანსება შეუწყდა, დაფინანსების უფლება აღუდგება
პარტიას, რომელსაც 2020 წელს დაფინანსება შეუწყდა, დაფინანსების უფლება აღუდგება

პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო დაფინანსება დაკარგა, დაფინანსების უფლება აღუდგება. ამასთან, ასეთ პარტიას ის თანხაც აუნაზღაურდება, რაც დაფინანსების შეწყვეტის პერიოდში ვერ მიიღო. 

შესაბამისი მუხლი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონს ემატება.

„პარტიებს, რომლებმაც წნეხის, ბულიგნის თუ სხვა გარემოების გამო კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების რეპრესიებს თავი ვერ დააღწიეს და ცესკოს დაფინასებაზე არ მიმართეს, საშუალებას ვაძლევთ, დაფინანსება აღუდგეთ და ამ პერიოდში მისაღები თანხა მიეცეთ. ამ შემთხვევაში კანონს პოზიტიური უკუძალა გააჩნია“, - განმარტა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.

საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system