თავში

პარტიაში აცხადებენ, რომ ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

პარტიაში აცხადებენ, რომ ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია
პარტიაში აცხადებენ, რომ ნინო ბურჯანაძეს გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია

პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებით, ნინო ბურჯანაძეს დუმის დეპუტატისთვის ბოდიში არ მოუხდია. 

როგორც პარტიის პრესსამასხურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა report.ge-ს განუცხადა, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინე კოსაჩოვთან შეხვედრისას, ნინო ბურჯანაძემ დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა, სიმართლეს არ შეესაბამება.

"რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე. საუბრის თემა იყო ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამომოსვლის საკითხი. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციის უგულვებელყოფა რამდენიმე გამოცემამ სცადა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან შეხვედრაზე ბოდიში მოიხადა გავრილოვის ინცინდენტთან დაკავშირებით. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნინო ბურჯანაძეს არავისთვის ბოდიში არ მოუხდია, მით უმეტეს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით. "ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ყველა თავის გამოსვლაში, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთის ფედერაციაში ყოველთვის აცხადებდა, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში თავისი ნებით არ ჩამჯდარა და ის საქართველოს ხელისუფლებამ ჩასვა აღნიშნულ სავარძელში, სიტუაციის გამწვავებისას კი მთავრობამ სტუმრის დაცვაც ვერ უზრუნველყო. სწორედ ეს გაიმეორა ქალბნატონმა ნინომ კოსაჩოვთან შეხვედრისას - ფაქტს უწოდა სამწუხარო თუმცა მას მომხდარზე ბოდიში არ მოუხდია"-  აცხადებენ პრარტიის პრესსამსახურში. 

შეგახსენებთ, რომ რუსულმა სააგენტო „ტასმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა ანტირუსული პროვოკაციის გამო, რომელსაც ზაფხულში, საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტის დროს  ჰქონდა ადგილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system