თავში

პატიმართა შეწყალების საკითხზე ცვლილებები პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა

პატიმართა შეწყალების საკითხზე ცვლილებები პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა
პატიმართა შეწყალების საკითხზე ცვლილებები პარლამენტმა 83 ხმით დაამტკიცა

83 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი-პატიმართა შეწყალების საკითხზე სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაამტკიცა. კოდექსში ჩაიწერა, რომ შეწყალებას პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ, პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით ახორციელებს.

შესაბამისად, პრეზიდენტს კანონის დონეზე ენიჭება უფლებამოსილება, მის კომპეტენციაში შემავალი ნორმატიული აქტის გამოცემის ფორმით, შეწყალების პროცედურული საკითხები დაარეგულიროს. ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული არ არის, რომ შეწყალება „პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი წესით“ ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system