თავში

"პატრიოტთა ალიანსი" 2 ოლქის გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატებს ყველგან დაასახელებს

"პატრიოტთა ალიანსი" 2 ოლქის გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატებს ყველგან დაასახელებს
პატრიოტთა ალიანსი 2 ოლქის გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატებს ყველგან დაასახელებს

პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ მაჟორიტარებს ორი ოლქის გარდა, ყველა ოლქში დაასახელებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, მათ ეყოლებათ კანდიდატები იმ ოლქებში, სადაც კახი კახიშვილი და დავით ჭიჭინაძე მიიღებენ მონაწილეობას.

მაჟორიტარების წარდგენას ბათუმიდან დაიწყებს. პარტიულ სიას კი თბილისში 8 სექტემბერს წარმოადგენს.

„18 აგვისტოს გვექნება კანდიდატების წარდგენა ბათუმში. მიხარია, რომ საარჩევნო კამპანიას ვხსნით ბათუმიდან. ამის შემდეგ, მაჟორიტარებს წარვადგენთ უკვე ქუთაისიდან, ეს მოხდება 23 აგვისტოს. 8 სექტემბერს კი, თბილისში გვექნება მასშტაბური პრეზენტაცია“,- განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტია „პატრიოტთა ალიანსი“ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

„კანდიდატებს დავაყენებთ ყველგან, ყველა ოლქში და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის. ერთადერთი, რასაც ანგარიშს გავუწევთ არის ოლქები, სადაც დათო ჭიჭინაძე და კახი კახიშვილი მონაწილეობენ, რადგან კახა კახიშვილი არის ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი. დავით ჭიჭინაძე კი, ასევე ჩვენი ფრაქციის წევრი იყო და წარმატებებს ვუსურვებ მათ. დანარჩენ შვიდ ოლქში გვეყოლება ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system