თავში

ვოლსკი სპეცრაზმის გამოყენებაზე: პიკეტირების ფორმას გააჩნია

ვოლსკი სპეცრაზმის გამოყენებაზე: პიკეტირების ფორმას გააჩნია
ვოლსკი სპეცრაზმის გამოყენებაზე: პიკეტირების ფორმას გააჩნია

თუ სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობა შეფერხდება, სახელმწიფო იმოქმედებს კანონის შესაბამისად - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პიკეტირება ნორმალური გამოვლინებაა, თუმცა პროტესტის ფორმას და სიმწვავეს გააჩნია.

„აქცია, პიკეტირება ნორმალური გამოვლინებაა, შეიძლება მე არ მომწონდეს ან ვინმეს, მოქალაქეების დიდ ნაწილსაც არ მოსწონს, მაგრამ არის ხალხი ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს და ამაში არანორმალური არაფერია. თუკი საპარლამენტო საქმიანობას ხელს უშლის, ეს რა თქმა უნდა, კანონს სცილდება და კანონის მუხლებიც ძალიან კარგად იციან. მე ვფიქრობ, რომ ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ. პიკეტირების ფორმას გააჩნია. თუ სახელმწიფო დასეწებულებას საქმიანობის საშულებას არ აძლევენ, რასაკვირველია, სახელმწიფო სტრუქტურამ უნდა იმოქმედოს, ხომ არ გაჩერდება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიები და მათი მხარდამჭერები აქციისთვის ემზადებიან. საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ. სადაც მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირებაც, ოპოზიციის განცხადებით, ისინი უმრავლესობას 26 ნოემბრის პლენარული სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system