თავში

პირობას გაძლევთ, აუცილებლად გაკეთდება ახალი საგამოძიებო კომისია - ვაშაძე

პირობას გაძლევთ, აუცილებლად გაკეთდება
პირობას გაძლევთ, აუცილებლად  გაკეთდება ახალი საგამოძიებო კომისია - ვაშაძე

პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით, გამოძიებული იქნება 2020 წლის არჩევნები, ჩემი აზრით, ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც იყო გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევა, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, დადგება დრო როდესაც პარლამენტში 50 ოპოზიციონერი დეპუტატი შეიკრიბება და ახალ საგამოძიებო კომისიას შექმნის. 

"ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანია მათ არ მივცეთ საშუალება არიონ საკანონმდებლო პროცესი, მისაღები გვაქვს საარჩევნო კოდექსი, თვითმმართველობის ორგანულ კანონში ცვლილებები და მისაღები გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები. როგორც კი ეს ყველაფერი იქნება, პირობას გაძლევთ, რომ აუცილებლად გაკეთდება საგამოძიებო კომისია, ოღონდ უკვე ჩვენი წესებით, გამოძიებული იქნება 2020 წლის არჩევნები, ჩემი აზრით, ამ კომისიამ უნდა გამოიძიოს ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, რომელიც იყო გაყალბების უპრეცედენტო შემთხვევა. ყველაფერს აქვს თავისი დრო. ახლა მე შევიდე მათ მიერ წამოწყებულ საგამოძიებო კომისიაში, მათ მიერ დადგენილ პროცედურებში მივიღო მონაწილეობა, ამას არ ვაპირებ. იმედი მაქვს, დადგება დრო, 50 ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, ჩვენ მოვახდენთ ახალი საგამოძიებო კომისიის ინიციირებას და ჩვენ გამოვიძიებთ როგორც 2020 წლის საპარლამენტო, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system