თავში

პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა - ვაშაძე

პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა - ვაშაძე
პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ყველას მოუწოდებს, ამნისტიის კანონთან მიმართებით წინასწარი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

გიორგი ვაშაძის თქმით, კანონპროექტი ყველაზე გვიან, მომავალი კვირის სამშაბათს დარეგისტრირდება და ყველა ყველაფერს გაიგებს.

"ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყველამ შევიკავოთ თავი წინასწარი დასკვნებისგან, რადგან უამრავი მცდარი ინტერპრეტაცია ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ნეგატიურად მოქმედებს დაზარალებულებზე. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიზანმიმართულად აკეთებს ამას! პირობას გაძლევთ, სამშაბათია ბოლო ვადა, როცა ყველა ყველაფერს ნახავთ! რადგან ახლა მიმდინარეობს კანონპროექტის შემუშავება და ყველაზე გვიან სამშაბათს დარეგისტრირდება. რაც მთავარია, ყველა თვალის ამომთხრელი მიეცემა პასუხისგებაში და დადგება დრო, ყველა დავალების გამცემი დაისჯება!" -აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system