თავში

პიროვნულად მომწონს და მესიმპათიურება მიხეილ სააკაშვილი - ჩარკვიანი

პიროვნულად მომწონს და მესიმპათიურება მიხეილ სააკაშვილი - ჩარკვიანი
პიროვნულად მომწონს და მესიმპათიურება მიხეილ სააკაშვილი - ჩარკვიანი

"მე პიროვნულად მომწონს და ძალიან მესიმპათიურება თავისი მასშტაბით მიხეილ სააკაშილი",- ამის შესახებ "ძალა ერთობაშიას" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით მსგავსი მასშტაბის პოლიტიკოსს მის პარტიაში ვერ ხედავს.

"მე პიროვნულად მომწონს და ძალიან მესიმპათიურება, თავისი მასშტაბით, მიხეილ სააკაშილი იცის მან ეს და მისმა ამომრჩევლებმაც იციან. ამას არასდროს ვმალავ, ამ ტიპის მასშტაბურ პოლიტიკოსს მის პარტიაში ვერ ვხედავ. მომწონს სააკაშილი თავისი გულმხურვალე, უმაგრესი იდეალისტი ამომრჩევლით, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ ყველა მომწონს მის პარტიაში. მე მისი ჩამოყვანის საკითხის დამყენებელიც ვერ ვნახე მათ პარტიაში, მათი ლიდერის და გათავისუფლების სამართლებრივ საკითხში. სტრასბურგი მოიგო საქართველომ, სააკაშვილს ხომ ვეღარ დაუყენებენ იმ ბრალდებას, ნორმალურ სივრცეში გამოვიდოდა მათი პარტია და მოითხოვდა დაბრუნებას. ვიცი, რომ სააკაშვილის ამომრჩეველს უნდა სააკაშვილის დაბრუნება. მოხსნილი აქვს ბრალდება, ომის დაწყებაში ხომ ვეღარ დასდებენ ბრალს. არ ვიცი ვის, მაგრამ გარკვეული ადამიანები არინ იმ პარტიაში, რომელთაც დიახ, არ უნდათ მისი დაბრუნება, მე ვერ ვხედავ ყოველ შემთხვევაში. მიხეილ სააკაშვილის მასშტაბი უდავოა. სკლეროზი არავის აქვს და მისი შეცდომები ძალიან კარგად გვახსოვს, იგივე შეცდომაა, რომ მიყვანილი არ იყო სამართლებრივი რეფორმები ბოლომდე, მაგრამ მასშტაბური ტიპია, მე რომ გითხრათ, რომ იგივეს ვხედავ ამ ახალ პარტიაში, მოგატყუებთ",- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ტვ პირველის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system