თავში

პლებისციტს თუ მივაღწევთ, შევალთ პარლამენტში - გრიგოლ გეგელია

პლებისციტს თუ მივაღწევთ, შევალთ პარლამენტში - გრიგოლ გეგელია
პლებისციტს თუ მივაღწევთ, შევალთ პარლამენტში - გრიგოლ გეგელია

პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა. ამის შესახებ პარტიის წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ლელოს" აქვს მოლოდინი, რომ ხახი პლებისციტზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერს.  

"პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. ეს არის ერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის საღ, სრულყოფილ ფორმატს. პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ველით, რომ ხალხი მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას 2022 წელს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system