თავში

პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის - გახარია

პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის - გახარია
პოლიტიკური ველი უნდა გაიხსნას ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის - გახარია

"მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ცხოვრებაში თუ არ დაიწყო პოლიტიკური ელიტების ცვლილება - ჩვენ გაგვიჭირდება ქვეყნის რეფორმირება და ქვეყნის წინსვლა", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის უნდა გაიხსნას.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური ველი ახალი თაობის პოლიტიკოსებისათვის უნდა გაიხსნას. სწორედ ამას ნიშნავს ჩემთვის პროპორციული საარჩევნო სისტემა და საპარლამენტო დემოკრატია. ეს არის ის შესაძლებობა, როდესაც ნიჭიერ, კარგი განათლებით ახალგაზრდებს აღარ უნდა შეეშინდეთ პოლიტიკურ ველზე რაღაც ინიციატივების დაწყება. იმიტომ რომ ისინი დღეს ამჯობინებენ სხვა უფრო რეპუტაციულად დაცულ სფეროებში მოღვაწეობას. ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ მეტი პოლიტიკური კულტურა უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური პარტიების ველზე და ამაში ჩვენი ახალდაფუძნებული პარტიაც გარკვეულ წვლილს შეიტანს", -  განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system