თავში

პოლიცია ძალას არ გადაამეტებდა მომიტინგეებს რომ არ გადაემეტებინათ - ქადაგიშვილი

პოლიცია ძალას არ გადაამეტებდა მომიტინგეებს
პოლიცია ძალას არ გადაამეტებდა მომიტინგეებს რომ არ გადაემეტებინათ - ქადაგიშვილი

უმრავლესობის დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, 20 ივნისის ღამეს პოლიცია ძალას არ გადაამეტებდა აქციის მონაწილეებს, რომ არ გადაემეტებინათ.

ქადაგიშვილის თქმით, საყოველთაო ამნისტია ყველაზე უნდა გავრცელდეს.  

"ამ საქმესთან დაკავშირებით ყველა ფიგურანტი არის ურთიერთკავშირში. პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტება არ იქნებოდა, მომიტინგეს მხრიდან რომ არ ყოფილიყო გადამეტება. როდესაც ვამბობთ საყოველთაო ამნისტიას, ეს უნდა გავრცელდეს ყველაზე", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system