თავში

პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე აქცენტებს გააკეთებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე - ზალკალიანი

პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე აქცენტებს გააკეთებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე - ზალკალიანი
პრემიერ-მინისტრი გენერალურ ასამბლეაზე აქცენტებს გააკეთებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე - ზალკალიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში, რომელიც გაიმართება ნიუ-იორკში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი, გენერალურ ასამბლეაზე, თავის გამოსვლაში, ძირითად აქცენტებს გააკეთებს რეგიონალური უსაფრთხოების თემატიკაზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშეა და მაქსიმალურად გამოიყენებს ტრიბუნას იმისთვის, რომ საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და ის გამოწვევები, რაც არის განპირობებული ოკუპაციისგან, იყოს განსაკუთრებული აქცენტის ქვეშ.

“ასევე, აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს პარალელურ ღონისძიებებში, რომელიც დაგეგმილია ასევე წელს და გაიმართება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრებიც. უნდა აღინიშნოს, რომ დაგეგმილია ასევე ორმხრივი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომელშიც მე მივიღებ მონაწილეობას. გენერალური ასამბლეა არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს გამოჩენილი იმ პოზიციიდან, რაც ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვან როლს და ფუნქციას განაპირობებს”, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system