
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი ვიცე-პრემიერები წარადგინა. როგორც მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, აღნიშნულ პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაიკავებენ.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან 2 ვიცე-პრემიერი - ბატონი დავით ზალკალიანი და ბატონი ივანე მაჭავარიანი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა. მოქმედმა ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მინისტრთა კაბინეტში ყოფნა აღარ ისურვა და თანამდებობაზე უარი თქვა.