თავში

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა ელჩებს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა
პრემიერ-მინისტრმა ელჩებს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს უმასპინძლა. 

ელჩებთან შეხვედრაზე კოვიდ პანდემიის პერიოდში საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ასევე იმსჯელეს, თუ როგორ უნდა აღდგეს დაზარალებული ეკონომიკა, ასევე ტურიზმის საერთაშორისო მიმოსვლა. 

მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. 

განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.

გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system