თავში

პრემიერი აღიარებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის დაძლეული

პრემიერი აღიარებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის დაძლეული
პრემიერი აღიარებს, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის დაძლეული

"ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა," - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში კორუფციის დონეს.

მთავრობის მეთაურმა დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდა დადასტურებულია საერთაშორისო რეიტინგებით.

"საქართველოში  მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში პირველი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში კი 44-ე ადგილზეა. კიდევ ერთხელ ვამბობ არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ ამ მიმართულებით. ჩვენ გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system