თავში

პრემიერი: რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია...

პრემიერი: რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია...
პრემიერი: რაც მე ამ პარლამენტში მომითმენია...

"პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს ვცემ, რაც მე ამ პარლამენტში, აქაც და ქუთაისშიც მომითმენია, პასუსიხმგებლიანად მოვსულვარ, ვთვლი, რომ ეს არის პროცესი,"-ამის განცხადებით პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვას უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ოთხი თვის განმავლობაში პარლამენტში არც ერთი მინისტრი არ მისულა. გიორგი გახარიას თქმით ის პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას პატივს სცემს 

"ყოფილა შემთხვევები, რომ უმძიმეს პირობებში მოვსულვარ აქ, არა მხოლოდ პასუხის გასაცემად, ისეთი შემთხვევებიც მქონია, რომ აქედან ადამიანების ევაკუირება მომიხდენია,ზოგჯერ ამ შენობის დაცვაც შტურმებისგან მომწევია და ასე შემდეგ. საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას პატივს ვცემ და ყველაფერს გავაკეთებ, რათა მისი აღსრულება მოხდეს.

კანონი არ დამირღვევია და იმიტომ ვდგავარ აქ, მიუხედავად იმისა, რომ 29-ში კიდევ რაღაც ღონისძიება მაქვს და ერთ თვეში ისევ უნდა მოვიდე, არ მაქვს არანაირი პრობლემა, ვიცი, პატივს ვცემ, ვაფასებ. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ვიცი, რომ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი იყო საკომიტეტო მოსმენებზე, ქალბატონი ეკა ბრძანდებოდა. საგანგებო მდგომარეობის პირობებში უგულებელყოფა არ ყოფილა პარლამენტის“,- განაცხადა გახარიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system