თავში

პრემიერი: შოთაძეს შეუძლია ღირსეული ნაბიჯების გადადგმა ყველანაირი ცეკვების გარეშე 

პრემიერი: შოთაძეს შეუძლია ღირსეული ნაბიჯების გადადგმა ყველანაირი ცეკვების გარეშე 
პრემიერი: შოთაძეს შეუძლია ღირსეული ნაბიჯების გადადგმა ყველანაირი ცეკვების გარეშე 

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება და პროფესიონალი-ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

„გენერალური პროკურორის კანდიდატს, გარკვეული დროის შემდგომ უკვე, საპროკურორო საბჭო გადაწყვეტს. იქ საკმაოდ ბევრი ღირსეული კანდიდატია. მე ვიცნობ მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი შოთაძეს. შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი არის ღირსეული ადამიანი, ღირსეული პიროვნება, პროფესიონალი და მან ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მძიმე, რთული ნაბიჯების გადადგმაც და პასუხისმგებლობის აღებაც. ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში და ცხოვრებაში არ არის ბევრი ადამიანი, რომელსაც შეუძლია გადადგას მძიმე ნაბიჯი, აიღოს პასუხისმგებლობა და ეს გააკეთოს წყნარად, მშვიდად, ყველანაირი ცეკვების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system