თავში

პრემიერი: სიტუაცია მძიმდება და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იმატებს

პრემიერი: სიტუაცია მძიმდება და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იმატებს
პრემიერი: სიტუაცია მძიმდება და ინფიცირებულთა რიცხვი სწრაფად იმატებს

აშკარაა, სიტუაცია გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასთან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. გიორიგ გახარიას თქმით ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე.

გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა დეტალური ინფორმაცია, თუ როგორია მზაობა ვირუსთან ბრძოლის პირველ ცხელ ხაზზე.

„ჩვენ გვყავს დაახლოებით 1200 სოფლის ექიმი და დაახლოებით 2 000 ოჯახის ექიმი. შესაბამისად, სად არიან ეს ადამიანები, რას აკეთებენ, რამდენად არიან მზად და როგორ არის გაშლილი ეს ინფორმაცია. პირველ რიგში, ამ ადამიანების ტრეინინგები და მათი მზაობა ცხელებასთან გამოწვეული პრობლემების გამკლავებაში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ერთადერთი დაზღვევა, რომელსაც შეუძლია, ჯანდაცვის სისტემაზე, ჰოსპიტალურ სისტემაზე ზეწოლა შეამსუბუქოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system