თავში

პრემიერის ხელმძღვანელობით, შიმშილის დასაძლევი კომისია უნდა შეიქმნას - ფრიდონ ინჯია

პრემიერის ხელმძღვანელობით, შიმშილის დასაძლევი
პრემიერის ხელმძღვანელობით, შიმშილის დასაძლევი კომისია უნდა შეიქმნას - ფრიდონ ინჯია

"ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ქვეყანაში, შიმშილის დასაძლევი კომისია უნდა შეიქმნას და მას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს კი შს მინისტრი უნდა ჩაუდგეს სათავეში, რადგან საზოგადოების უმრავლესობა, ვირუსის პრევენციისკენ მიმართულ შეზღუდვებს არღვევს. 

"სახელმწიფო, რომ გადარჩეს და მოსახლეობა შიმშილის მდგომარეობიდან გამოვიდეს, მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელსაც პირადად პრემიერმინისტრი უხელმძღვანელებს. იმ საგანგებო შტაბს კი, რომელიც დღეს კოვიდთან მიმართებაში არსებობს, მე პირადად, გადავაბარებდი შინაგან საქმეთა მინისტრს, მას დავნიშნავდი, საგანგებო შტაბის ხელმძღვანელად. ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. ერთი ის, რომ წესრიგი არ არის ქვეყანაში. მანქანით რომ გაიარო, 30% "მასკის" გარეშე დადის, კარგი იქნება ამ შტაბს ჯანმრთელობის მინისტრთან ერთად შს მინისტრიც ჩასდგომოდა სათავეში", - განაცხადა ინჯიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system