თავში

პრესსამსახური: სერგეი ლავროვთან გიორგი გახარიას შეხვედრა არ იგეგმება

პრესსამსახური: სერგეი ლავროვთან გიორგი გახარიას შეხვედრა არ იგეგმება
პრესსამსახური: სერგეი ლავროვთან გიორგი გახარიას შეხვედრა არ იგეგმება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გერმანიაში სერგეი ლავროვს შეხვდება, უარყოფენ. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია გერმანიაში მიემგზავრება, თუმცა ლავროვთან შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში სერგეი ლავროვი და გიორგი გახარია ერთსა და იმავე კონფერეციაში მონაწილეობენ. დეკანოიძის მტკიცებით, ლავრივი საქართველოში ჩამოსთვლისთვის უსაფრთხოების გარანტოებს გახარიასგან მოითხოვს. 

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთი თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა, ქვეყნის წარმომადგენლობის დონე ჯერ განსაზღვრული არ არის.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system