თავში

"პრეზიდენტი გულწრფელია, აქვს სწორი ხედვა და ეძებს გამოსავალს" - ელენე ხოშტარია

"პრეზიდენტი გულწრფელია, აქვს სწორი ხედვა და ეძებს გამოსავალს" - ელენე ხოშტარია
პრეზიდენტი გულწრფელია, აქვს სწორი ხედვა და ეძებს გამოსავალს - ელენე ხოშტარია

საქართველოს პრეზიდენტი "დროას" ლიდერს, ელენე ხოშტარიას შეხვდა. როგორც ხოშტარიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტს აქვს ძალიან სწორი ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი, ასევე რა სირთულეები შეიძლება წარმოიშვას. მისი შეფასებით, პრეზიდენტი გულწრფელად ეძებს გამოსავალს არსებული პოლარიზაციის დასაძლევად.

თავად ხოშტარია აცხადებს, რომ მისთვის ამ პროცესში ცენტრალური საკითხი მართლმსაჯულება იქნება.

„ამ შეხვედრის მერე ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა და განმტკიცდა, იმიტომ, რომ ის, რაზეც შეიძლებოდა მევარაუდა, რომ პრეზიდენტი გულწრფელია ამ შეთავაზებაში, მე ამ შეხვედრის დროს კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი, რომ პრეზიდენტი მართლაც ეძებს პოლარიზაციის დაძლევის გზებს.

ჩემი აზრით, მას პროცესის ხედვა აქვს ძალიან სწორი, როგორც სირთულეების, ასევე, რა მიმართულებით უნდა წავიდეს პროცესი. ცხადია, მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, თავად რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს ეს პოლარიზაციის დაძლევა და ეროვნული თანხმობა როგორ შეიძლება იყოს მიღწეული, ესეც იქნება საზოგადოებრივი და პოლიტიკური სპექტრის მუშაობის შედეგი და ეს მგონია ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. ჩემთვის, რა თქმა უნდა, მართლმსაჯულების სისტემის გამართვის გარეშე ვერანაირი ეროვნული თანხმობა ვერ იქნება, იმიტომ, რომ ეროვნული თანხმობა არ არის ჩვენ შორის კაბინეტში ჩამორთმეული ხელი ან ჩვენ შორის რაიმე სახის მოლაპარაკება პოლიტიკურ სპექტრს შორის. ამას სჭირდება ინსტიტუციური გარანტიები და ერთადერთი ინსტიტუციური გარანტია, რომ არავის მიმართ არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული და რომ ჩვენ გვექნება სამართლიანი გარემო, რომ დანაშაულს ერქმევა დანაშაული, რომ შურისძიება იქნება დაუშვებელი, რომ ადამიანის უფლებები იქნება დაცული, რომ ოჯახები არ დაიჩაგრებიან იმის გამო, რომ არ ჰყავთ ნაცნობები - ეს არის მართლმსაჯულების სისტემა და ამ სისტემის გამართვის გარეშე, პრაქტიკულად, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იქნება სამართლიანი. ამიტომ, ჩემთვის ეს იქნება ცენტრალური თემა ამ პროცესში. ამის ერთ-ერთი კომპონენტი არის სააკაშვილის საკითხი და ეს არის აუცილებლად მოსაგვარებელი. რა ფორმით, როგორ, ზოგადად როგორ გადაიჭრება მართლმსაჯულების საკითხები, ამ ფორმას მე არ ვარჩევ, ეს უნდა იყოს შეთანხმების საკითხი. მე შემიძლია ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ეტაპზე, რომელიც არ იქნება იმიტაცია, არ იქნება მოჩვენებითი, არ იქნება ყალბი, ყველა ეტაპზე მზად ვარ, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ დავინახე, რომ პრეზიდენტის მიერ პრობლემების აღქმა და ძიების გზების არის სწორი", - განაცხადა ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system