თავში

პრეზიდენტი ხატია დეკანოიძეს შეხვდა

პრეზიდენტი ხატია დეკანოიძეს შეხვდა
პრეზიდენტი ხატია დეკანოიძეს შეხვდა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სალომე ზურაბიშვილთან პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობაზე ისაუბრა.

"პირველი რა თქმა უნდა, ჩვენი ყველაზე მძიმე მოცემულობა რაც არის, ესაა პოლიტიკური მართლმსაჯულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რაც არის რეალურად ყველაზე უფრო დიდი ნიშნული და მაღალი ნიშნული პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის, ის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ქმნის ყველანაირ დაბრკოლებას ქვეყნის განვითარებისთვის და დემოკრატიისთვის, ის რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, რამდენიმე პოტენციურად პოლიტიკური პატიმრის არსებობა ქვეყანაში, საქმეები განხილვის პროცესშია, ეს უნდა შეჩერდეს, გადაწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, სასამართლოს მხრივ ქვეყანაში არსებული მოცემულობა დაბრკოლებას ქმნის ევროატლანტიკური მომავლისთვის.

პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ შეხვდა საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" წარმომადგენელს, დეპუტატ სალომე სამადაშვილს. ასევე, პარტია "ხალხისთვის" ლიდერს, ანა დოლიძეს. დღესვე დაგეგმილია შეხვედრა პარტია "ლელოს" ლიდერებთან - მამუკა ხაზარაძესთან და ბადრი ჯაფარიძესთან. ამასთან, სალომე ზურაბიშვილი დღეს ათონელების რეზიდენციაში უმასპინძლებს პარტია "გირჩს" და პარტია "მოქალაქეებს".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს რამდენიმე დღეა მართავს.

შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა.

ამასთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system