თავში

პრეზიდენტი ნინო ლომჯარიას შეხვდა

პრეზიდენტი ნინო ლომჯარიას შეხვდა
პრეზიდენტი ნინო ლომჯარიას შეხვდა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ პრეზიდენტი საზოგადოებისა და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთის შესასრულებლად მზად არის.

ნინო ლომჯარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ სურს, რომ შერიგების პროცესი აღქმული იყოს კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად.

"თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა. პრეზიდენტი ამ პროცესს არ იწყებს წინასწარ განსაზღვრული განწყობებით, ან დამოკიდებულებებით კონკრეტული საკითხების მიმართ. მას სურს, რომ მოუსმინოს საზოგადოების ფართო ფენებს და მათგან მიიღოს იდეები, როგორია საზოგადოებრივი დაკვეთა. პრეზიდენტს არ სურს, რომ ეს პროცესი იყოს აღქმული, როგორც კონკრეტულ პარტიებს შორის შეთანხმებად, ან გარიგებად. ის ამ პროცესს უყურებს უფრო ფართოდ, თუმცა თუ ეროვნულ შეთანხმებას დასჭირდება კონკრეტული ნაბიჯები არ გამოვრიცხავ, რომ იყოს გადადგმული. დავინახე, რომ პრეზიდენტი არის ყველაფრისთვის მზად, რაც იქნება საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის დაკვეთა”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე პრეზიდენტთან არ უსაუბრია.

"არ ვადასტურებ, რომ კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ვისაუბრეთ, თუმცა ვახსენე ეს და სხვა საქმეები, სადაც ჩანს პოლიტიკური მოტივაცია. მაქვს მოლოდინი, რომ ამ პროცესის და დამოუკიდებელი სასამართლოს შედეგად პოლიტიკურად მიმდინარე დევნები დასრულდება. არ მინდა, რომ დავავიწროვო ეს პროცესი თუნდაც მესამე პრეზიდენტის შეწყალებამდე, ეს არის უფრო სერიოზული პროცესი, რომელიც უნდა შეეხოს საზოგადოების ფართო ფენებს, ამისგან ყველამ უნდა მიიღოს სარგებელი”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system