თავში

პრეზიდენტი სალომე სამადაშვილს ხვდება

პრეზიდენტი სალომე სამადაშვილს ხვდება
პრეზიდენტი სალომე სამადაშვილს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" დეპუტატს, სალომე სამადაშვილს ხვდება.

შეხვედრა პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარეობს.

ზურაბიშვილთან შესვლამდე სამადაშვილს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან კონსულტაციებსა და შეხვედრებს რამდენიმე დღეა მართავს. 

შეხვედრებზე განხილვის თემა პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესია. აღნიშნულ ფორმატში სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე შეხვდა. 

ამასთან შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში გამართა ცალკეულ პოლიტიკოსთანაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system