თავში

პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. 

ხმის მიცემის შემდეგ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ისეთი ქვეყნის მომავალს, რომელზეც ყველა ოცნებობს.

„ეს არის მნიშვნელოვანი დღე ამ ქვეყნისთვის. ჩვენ დღეს ყველანი ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველა ვოცნებობთ. ეს არის დემოკრატიული ქვეყანა, ეს არის ევროპული ქვეყანა და დღეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია და ამის მიუხედავად, მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ძალიან მშვიდად მოვიდეს აქ. დაცული არის ყველა ზომები, რომ ყველამ შეძლოთ უბანზე მობრძანება და ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ. თქვენ თვითონაც დაიცავით დისტანცია, სადაც რიგები იქნება, იქ თქვენი პასუხისმგებლობა არის, რომ დისტანცია დაცული იყოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად და გისურვებთ ხვალინდელ, ქართული საზოგადოების და სახელმწიფოს დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე N67 საჯარო სკოლის შენობაში არსებულ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system