თავში

"პრეზიდენტმა ფაქტობრივად, უწყების ლიკვიდაცია მოახდინა" - გიორგი ვაშაძე

"პრეზიდენტმა ფაქტობრივად, უწყების ლიკვიდაცია მოახდინა" - გიორგი ვაშაძე
პრეზიდენტმა ფაქტობრივად, უწყების ლიკვიდაცია მოახდინა - გიორგი ვაშაძე

"პრეზიდენტმა ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება", - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

"სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა არ გამოიყენა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული ვეტოს უფლება და ხელი მოაწერა საერთო სასამართლოებისა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონს, რომლითაც, ფაქტობრივად, ლიკვიდაცია მოახდინა იმ უწყების, რომელმაც გაბედა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან განსხვავებული და ობიექტური პოზიციების დაფიქსირება.

ერთი უწყების გაუქმება არის გზავნილი ყველა სახელმწიფო უწყებისთვის, პატიოსანი და პროფესიული საჯარო მოხელეებისთვის, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან პარტიულ დიქტატს, მათაც იგივე ბედი ელით.

სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის მხრიდან, ამ კანონებზე ვეტოს დადება, რაც იქნებოდა გამოხატული, ქმედითი ნაბიჯი, რომ ის არ არის თანამონაწილე ქვეყანაში ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო ცვლილებების", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system