თავში

"პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა" - ანა ნაცვლიშვილი

"პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა" - ანა ნაცვლიშვილი
პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა - ანა ნაცვლიშვილი

"საქართველოს პრეზიდენტმა დღეს თავის საჯარო გამოსვლაში სწორი და ადეკვატური შეფასება მისცა შექმნილ ჩიხურ ვითარებას და მნიშვნელოვანი აქცენტები დასვა იმაზე თუ როგორ შევქმნათ გამოსავალი ამ ჩიხიდან", - ასე ეხმაურება "ლელო საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ორბელიანების სასახლეში გამართულ საახალწლო მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას.

"მე ვიყავი ამ შეხვედრაზე და ვთვლი, რომ ეს იყო სწორი ნაბიჯი.

აქვე მიმაჩნია, და მომეწონა რომ ეს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა თავის სიტყვაში, ვინც დღეს ვერ/არ დაესწრო ღონისძიებას, ეს არავისთვის ხურავს კარს, პირიქით - ინკლუზიურობა ამ პროცესის არსია.

ველოდები შემდგომ ნაბიჯებს და ენერგიას არ დავიშურებ, რომ ჩავერთო ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში. კიდევ ერთხელ ვიტყვი, შეთანხმება არ ნიშნავს ისტორიის გადაწერას, ყველაფრის ჩამოწერას ან განულებას, რევანშს ან უსამართლობას, ეს ნიშნავს გამოცდილებების გააზრებას, შეთანხმებას სახელმწიფოს არსზე და მოქმედების წესებზე.

ვიცი, რომ რთული იქნება, ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, ბევრი რთული წინა გამოცდილების გამო, მაგრამ იოლი არას თქმაა. წარსულის და მომავლის წინაშე, ვალდებული ვართ, გადავდგათ სწორი და დროული ნაბიჯები", - წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system