თავში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება - ჯინ შაჰინის მიმართვა აშშ-ის სენატს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება - ჯინ შაჰინის მიმართვა აშშ-ის სენატს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება - ჯინ შაჰინის მიმართვა აშშ-ის სენატს

აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითისთვის 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.

სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა თქვა, რომ მაშინ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ადგილზე აკვირდებოდა. 

სენატორი შაჰინი იხსენებს, რომ არჩევნები, რომელშიც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფასა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. 

„ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ.

2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს. 

სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იყო. არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.

არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, - განაცხადა სენატორმა რიშმა.

სენატორი შაჰინის გამოსვლას ,,ამერიკის ხმა" ავრცელებს.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა, რომლის თანახმად, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა. ყოველივე ამის ფონზე, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system