თავში

პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ჯეიმს აპატურაი საქართველო-NATO-ს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system