თავში

პრინციპული საკითხები შეჯერებულია - იაგო ხვიჩია

პრინციპული საკითხები შეჯერებულია - იაგო ხვიჩია
პრინციპული საკითხები შეჯერებულია - იაგო ხვიჩია

საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, პრინციპული საკითხები შეჯერებულია, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ ფუნდამენტურად ეს ვერ შეცვლის კანონპროექტის შინაარს, - ამის შესახებ "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. 

ხვიჩიას თქმით, რამდენიმე საკითხზე კამათი გრძელდება, მაგრამ კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია. 

"ჩვენ შეხვედრები გვაქვს კანონპროექტის პრინციპებზე, მიუხედავად იმისა, რომ კამათი არსებობს რამდენიმე საკითხზე ვიწრო კონტექსტით, ვფიქრობ, კონსენსუსის მიღწევა იქნება შესაძლებელი. ამ წუთისთვის ყველაფერზე შევჯერდით და რაზეც ვერ შევჯერდით, ვთქვით, რომ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე. პრინციპული საკითხები შეჯერებულია, არსებობს საკითხები, რაზეც დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ ფუნდამენტურად ეს ვერ შეცვლის კანონპროექტის შინაარსს", - განაცხადა ხვიჩიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system