თავში

პროტესტი გრძელდება - ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გალია მიიტანეს

პროტესტი გრძელდება - ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გალია მიიტანეს
პროტესტი გრძელდება - ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გალია მიიტანეს

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიაში „სტრატეგია აღმაშენებლის“ საჩივრებს ხმაურისა და აქციის ფონზე განიხილავენ. 

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა აქტივისტმა საოლქოს შენობიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის აბრა ჩამოხსნა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

როგორც აქციის მონაწილემ განაცხადა, შენობაში მყოფი პირები ამ აბრას არ იმსახურებენ.

მანამდე კი აქტივისტებმა შენობასთან გალია მიიტანეს, რომელშიც ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და სხვა წევრების სახელები იყო ჩაყრილი. გალიას ზედ კი საკენკი დააყარეს.

აქციაზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system