თავში

ყოფილი პრეზიდენტის საქმეს თვალყურს ვადევნებთ - კარლ ჰარცელი

ყოფილი პრეზიდენტის საქმეს თვალყურს ვადევნებთ - კარლ ჰარცელი
ყოფილი პრეზიდენტის საქმეს თვალყურს ვადევნებთ - კარლ ჰარცელი

როცა საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ელოდებიან, რომ იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი სასამართლო პროცესი.

რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ევროპარლამენტარების წერილზე, კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, რომელსაც დეპუტატები ინდივიდუალურად აწერენ ხელს, კომენტარს არ გააკეთებს. თუმცა ხაზს უსვამს, რომ ხელმომწერი დეპუტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საგარეო პოლიტკის საკითხებში, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით. 

„ევროპული პარლამენტის ზოგიერთი წევრი, რომელიც ხელს აწერს ამ წერილს, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროპარლამენტის მუშაობაში და რა თქმა უნდა ევროპარლამენტში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონზე და თავად საქართველოზე. მე, როგორც ყოველთვის, კომენტარს არ გავაკეთებ წერილზე, რომელსაც ინდივიდუალურად აწერენ ხელს დეპუტატები, ასევე, არ გავაკეთებ კომენტარს იმ კომენტარებზე, რომლებიც ამ წერილთან დაკავშირებით გუშინ გაკეთდა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის დელეგაციის მუშაობას საქართველოში, ცხადია, ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ყოფილი პრეზიდენტის საქმეს. ჩვენი ყურადღება ფუნდამენტურ უფლებებსა და კანონის უზენაესობაზეა მიპყრობილი, რაც ფუნდამენტური საწყისია ევროკავშირისთვის. ჩვენ გამჭვირვალე და სამართლიან სასამართლო პროცესს მოველით, რომელიც ამ საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება. ჩვენ ვიღებთ და მივყვებით რჩევებსა და შეფასებებს, რომლებსაც ვიღებთ მთავარი მხარეებიდან, მათ შორის სახალხო დამცველისგან, რომელსაც სპეციფიკური მანდატი გააჩნია.

როგორც უკვე ვთქვი, როცა საქმე ეხება პარლამენტარებს ინდივიდუალურად, მათი საქმეა, იკამათონ ამ საკითხებზე, ჩემთვის არასახარბიელო იქნება სპეკულირება დიალოგისა, თუ განხილვებთან დაკავშირებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავუბრუნდეთ მთავარს, რომ დაცული იყოს უმაღლესი სტანდარტები, როდესაც საქმე ეხება ფუნდამენტურ უფლებებს. ეს ეხება პატიმართა უფლებებს და ა.შ. ასევე, სამართლებრივ პროცესს, რომელიც განხორციელდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება – პატიმრის უფლებაა და ციხეში არსებული პირობები, რასაც ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ამას აკეთებს სახალხო დამცველიც. ჩვენ ასევე ვსაუბრობთ საერთაშორისო პრინციპებსა და ვალდებულებებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system