თავში

ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი - გიგა ბოკერია

ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი - გიგა ბოკერია
ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ გორის, ხაშურის, ქარელისა და კასპის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და განაცხადა, რომ დეოკუპაციის მისაღწევად ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო. მან თქვა, რომ პოლიტიკას სახე შეეცვალა და ის დღეს მიიჩნევა, როგორც "სიბინძურის ადგილი", ადგილობრივ ლიდერებს კი ამ მდგომარეობის შეცვლაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია. 

"მთავრობა, რომელსაც არ აქვს იმის ამბიცია, რომ ქვეყანაში სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვა იყოს დაცული, სათავეში ყოფნას არ იმსახურებს. ამიტომ რადგან ყველა ვგრძნობთ ამ საფრთხეს, ყველა მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ ეს გზავნილი, რომ შემდეგ წუწუნს აზრი არ ექნება თუ ახლა არ გაინძრევი და საკუთარ ქვეყანას თავადვე არ მიხედავ. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეს ეხება ყველა მოქალაქეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system