თავში

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე - შარლ მიშელი

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე - შარლ მიშელი
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს წვდომა ვაქცინაზე - შარლ მიშელი

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მალე ჰქონდეს ვაქცინის დოზებზე წვდომა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„COVID-19-ის პირობებში ევროპამ აჩვენა სოლიდარობა და ასეც გააგრძელებს, რათა დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება ამ კრიზისის დასაძლევად. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი COVAX პროგრამის, რისი წყალობითაც, იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც დაიწყება ვაქცინების დისტრიბუცია. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა" – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დღეს ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. მიშელი დღესვე შეხვდება ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system