თავში

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ - ღარიბაშვილი

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ - ღარიბაშვილი
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელები სრული სიმკაცრით დაისაჯონ - ღარიბაშვილი

დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაწერა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ოთხოზორიას მკვლელბის დასასჯელად. 

"ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.

ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ" - წერს ღარიბაშვილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system