თავში

ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა - შალვა პაპუაშვილი

ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა
ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრმა შალვა პაპუაშვილმა არჩევნების შედეგები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა დეპუტატებსა და მომავალ მერებს ნდობის მაღალი მანდატი მისცეს. მან მოუწოდა პოლიტიკოსებს, მიიღონ ის არჩევანი, რაც გააკეთეს მოქალაქეებს. 

"გუშინდელი არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოირჩეოდა მაღალი აქტივობით, ფაქტობრივად გაიმეორა 2016 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების აქტივობა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს ნდობის მაღალი მანდატი. გარდა ამისა, მინდა მოვუწოდო ყველა პარტიას, რომ ახლა დრო არის, რომ ყველამ მიიღოს ის არჩევანი, რომელიც გააკეთეს ჩვენმა მოქალაქეებმა. ის პოლიტიკური წონა, რომელიც გადაანაწილეს ჩვენმა მოქალაქეებმა ჩანს ადგილობრივ დონეზე, აქედან გამომდინარე ამ წონის და ამ ნდობის მიხედვით, მოემსახურონ ჩვენს მოქალაქეებს ადგილზე", -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system