თავში

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს" - კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს" - კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე
ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს - კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებაზე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა..

კალაძის თქმით, საქართველო შეძლებს, რომ ევროკავშირის წევრი რაც შეიძლება მალე გახდეს.

"ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ჩვენ როგორმე შევძლებთ რეფორმების განხორციელებას და იმის გაკეთებას, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ევროკავშირის წევრი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი კალიულაიდმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჯერ არ არიან მზად ევროკავშირის წევრობისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system