თავში

ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი - კახა კუჭავა

ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი - კახა კუჭავა
ყველას ვურჩევდი, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ არჩევნებში საკუთარი ხმა დააფიქსირა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არჩევანი კახა კალაძის სასარგებლოდ გააკეთა. 

კუჭავას თქმით "ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად ლიდერობს. 

"ყველას ვურჩევდი რა თქმა უნდა, უკეთესი მომავლისთვის გააკეთოს არჩევანი. მე არც ვმალავ, ეს ჩემი არჩევანია და ვამბობ კიდეც. დამაჯერებელი გამარჯვება იყო პირველ ტურში ზუსტადაც ჩვენ მიერ 47%-ის აღება და რა თქმა უნდა, პირველივე ტურში კახას საკმაოდ დამაჯერებელი გამარჯვება. ზუსტად ეს არის ამ ქვეყნის დემოკრატია, რომ ზოგი ქალაქი იყო, სადაც მეორე ტურია. თუ არ ვცდები, ორი ადგილი იყო, სადაც ჩვენი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა 63 მუნიციპალიტეტის მასშტაბით. ამაზე მეტი დამაჯერებლობა გამარჯვებაში რა უნდა იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.  5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში მერებს, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system